23-06-2023
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.
როგორც ექსპერტი წერს, ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, როცა ხარ მართალი.
“ვერანაირი ძალა ვერ მოგერევა, როცა ხარ მართალი. როგორ არ იმოქმედეს, რა არ გააკეთეს, ამხელა მანქანა ებრძოდა, მაგრამ დიდი მოთმინებით და გამძლეობით არ წამოეგო პროვოკაციას და გაიმარჯვა. ბევრი ვერ გაუძლებდა. ეს კაცი აქამდე ასე მოვიდა, წაგებულ თამაშში არასდროს შესულა, ასე რომ 2011 წელს, როცა შემოვიდა პოლიტიკაში, აგერ 12 წელია ჯერ არ წაუგია. მომავალშიც ასე იქნება. ეს ერთი და სხვა მრავალი”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024