გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის პორტში დღეს იტალიის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" შემოვა

22-08-2018

დღეს  სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.
გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს. 
გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია. 
2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე  "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა. 
ბათუმში გემის  "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Pალინურო" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

• 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
• 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
• 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031