გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

26-06-2023

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა, დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებსა და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდნენ.


ღვინის პროფესიონალებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე  გაშენებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და ღვინის კულტურას გაეცნენ.


დელეგაციას, "Swirl Wine Group"- ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა,  რომელმაც სხვა სტუმრებთან ერთად ცენტრის ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.


"ღვინოები მართლაც შთამბეჭდავი იყო, მიხარია, რომ საქართველოში ღვინის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. ჩვენს სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინის მრავალფეროვნება გაეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ემსახურება და გვაძლევს შესაძლებლობას გაგვაცნოს სრულიად უცხო ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. რქაწითელის და საფერავის მიღმა ადგილობრივი ჯიშების უზარმაზარი სიმდიდრეა საქართველოში" - განაცხადა სარა ებოტმა.


აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930