გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სანქციებს არ ვაწესებს, მაგრამ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას

27-06-2023

თავიდანვე ვთქვით რა არის ჩვენი პოლიტიკა. ერთი რომ სანქციებს არ ვაწესებს, მაგრამ არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკა- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება, რაც ყველა პარტნიორმა დაადასტურა.


„ყოველ ჯერზე, როცა ოპონენტების მხრიდან ვრცელდებოდა ტყუილები, ჩვენ ვავრცელებდით სათანადო ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, ყველა პარტნიორმა დაადასტურა, რომ საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის არ ხდება. ეს არის ფაქტი. ჩვენ ყველა კითხვაზე ვპასუხობთ ფაქტებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930