გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე ოპოზიციას: „ოცნებასთან“ პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ებრძვით

27-06-2023

დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო? - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს პოლიტიკაში ვერ მოუგო და გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ებრძოლოს.

სალუქვაძე აღნიშნავს იმასაც, რომ უთავმოყვარეობაა, ადამიანის ლანძღვის და დასანქცირების მოთხოვნის პარალელურად, მისგან ფული მოითხოვო.


„დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობს. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო?

ციცინათელა როცა აჩუქა სახელმწიფოს სააკაშვილის დროს, გაუყიდეს და გამოსყიდვა და ხელახლა ჩუქება მოუწია. სკოლების რეაბილიტაციაზე მიცემული 80 მილიონი შეუჭამა სააკაშვილის მთავრობამ და ახლიდან მოუწია დაფინანსება, მერე რომ ტრაბახობდნენ, სკოლები გავარემონტეთო.


პატრულის აღჭურვა და რეფორმა, ჯარის აღჭურვა და რეფორმა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების დაფინანსება წლების მანძილზე, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა სააკაშვილი, რითაც დღემდე ტრაბახობს და რა მოთვლის ყველაფერს?! წლების წინ ითქვა, რომ ძვირია დენდროლოგიური პარკის შენახვა და ჩვენს თავზე ვიღებთ მის შენახვასო. ერთი ფლამინგოს შენახვა თვეში 1000 დოლარზე მეტი ჯდება.


ან რატომ უნდა აჩუქოს სახელმწიფოს, მისი ქონებაა?! ყველაფერი ნაყიდი აქვს, რასაც იქ ხედავთ ორმაგ ფასად. პლუს სათითაო კვადრატულ სანტიმეტრს ელოლიავებიან წლებია. წლებია საქართველოს მთელი მოსახლეობა და ტურისტები, მათ შორის პოლიტიკური სისტემის წურბელები და სიძულვილის მთესველები, უფასოდ დადიან და ტკბებიან ამ პარკით. ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში რომ დადიხართ ატრაქციონებზე, ვისი ქონებაა? პოლიტიკურად ვერ მოუგეთ, მოგწყვიტათ ძალაუფლებას, სახელმწიფო ხაზინას და აღარ იცით რა ქნათ. ოცნებასთან პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოედებას ებრძვით. კეზერაშვილმა ტელევიზიის 25% ხომ აჩუქა ჟურნალისტებს?! იქნებ საქართველოს უნივერსიტეტი დაუბრუნოთ საქართველოს? უნდა გავაგრძელო "ქართუს" ქველმოქმედების გამოქვეყნება, თორემ შევწყვიტე შუა გზაზე და დარჩეს დაზუსტებული ციფრები სოციალურ ქსელს. მოკლედ, უთავმოყვარეობაა ადამიანს ლანძღავდე, ფინანსურ შეზღუდვას ითხოვდე და თან ფულს სთხოვდე“ - წერს ამირან სალუქვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930