გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები შემცირებული არის 60-დან 80 %-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს

30-06-2023

მოგეხსენებათ, რომ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა, მედიკამენტების ფასების დარეგულირების და შემცირების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დღეს ხელმისაწვდომი არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი, 550-ზე მეტი დასახლეების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.


„მედიკამენტების ფასები შემცირებული არის 60-დან 80 %-მდე, წლის ჭრილში, მოსახლეობამ 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა შარშან და ეს ყოველ წელს მოიმატებს, ეს ეკონომია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ნახავს. წელს ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა, დღეისათვის 1600-ზე მეტ წამალზე უკვე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტების ღირებულება.


ზოგადად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით აღიჭურვა და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტდა წამლის ხაირსხის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სფეროში გვაქვს გამოწვევა, რომელიც არის ხარისხი ზოგადად, ხარისხიანი ჯანდაცვა არის და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ასევე მიდნა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია მთელ მსოფლიოში, უპრეცედენტო, შეიძლება ასე ითქვას, რამაც ამ ვირუსის, ამ დაავადების გავრცელება 67%-ით შეამცირა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930