30-06-2023
ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქაც შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, დავატრენინგეთ ახალგაზრდები და ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მობილური იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ასევე ძალიან მალე იქნება დასრულებული შესაბამისი აპლიკაცია, რათა ყველა ეს სერვისი მოქალაქეებმა მიიღონ ონლაინ. ასევე ვმუშაობთ ახალი ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია, რომ 2024 წელოს გვქონდეს ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე არის მოძველებული", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024