30-06-2023
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ქალბატონო რიმა, მათ შორის ცალკე შეხვედრებზეც ვხვდებით - მთავრობა და პარლამენტი, შესაბამისი კომიტეტები, დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ, ხარისხიანი ჯანდაცვა და ხარისხიანი სერვისები, ამ მიმართულებით ამ ტრიბუნიდან მე შემიძლია ღიად დავასახელო ერთ-ერთი პრობლემა: ძალიან ბევრი, ე.წ კლინიკა, თუ შეიძლება ამას კლინიკა ვუწოდოთ, არის შექმნილი და შექმნილი იყო წლების განმავლობაში, არ მიმდინარეობდა ეფექტური კონტროლი იქ არსებულ მდგომარეობაზე, ძალიან ბევრი ვიცი და არ მინდა ახლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რიმა ბერაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მინისტრ აზარაშვილს აქვს ხედვა, 2025 წლიდან დაიწყება უკვე ავტორიზაციის პროცესი, ეს ავტომატურად ძალიან ბევრ რამეს დაარეგულირებს, ყველა ის კლინიკა თუ საავადმყოფო, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლიდან.
„ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ გვესწრება მინისტრის მოადგილე, თუ დამატებითი შეკითხვები იქნება, მზად ვართ გიპასუხოთ ამის თაობაზე. ძალიან ბევრი შემთხვევები დაფიქსირდა, მათ შორის ინფექციების გადადების და ა.შ. საჭიროა უფრო ეფექტური კონტროლის მექანიზმების შექმნა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ გვინდოდა ახალი კანონის მიღება, სწორედ ამ გამოწვევას უკავშირდება და პასუხობს. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობის გაგრძელება, მინისტრ აზარაშვილს აქვს ხედვა, 25 წლიდან დაიწყება უკვე ავტორიზაციის პროცესი, ეს ავტომატურად ძალიან ბევრ რამეს დაარეგულირებს, ყველა ის კლინიკა თუ საავადმყოფო, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას 2025 წლიდან. მანამდე ჩვენ მათ შეგნებულად მივეცით გონივრული ვადა, რომ მოემზადონ, გადაემზადონ და ა.შ. - ეს არის ჩვენი პოზიცია. აქ არ შეიძლება კომპრომისები, ვინაიდან ყველაზე მთავარს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება აღნიშნული საკითხი. ამიტომ აქ ვიქნებით უკომპრომისო. რა თქმა უნდა, ჩვენ მივცემთ გონივრულ ვადასაც და მზად ვართ, რომ ვითანამშლომლოთ მათთან, დავეხმაროთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
16-11-2024
16-11-2024