2-07-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში პოპულარული ერთ-ერთი პანკ-როკ ჯგუფის შესახებ წერს, რომელიც საქართველოში კონცერტს აპირებს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ჯგუფი რადიკალური პროცესების მხარდამჭერია და იმედია, კონცერტი პროვოკაციების გარეშე ჩაივლის.
„ჩვენ საკმაოდ სიღრმისეულად განვიხილეთ მარტის აქციების მსვლელობა და მათი წარუმატებელი „მაიდანიზაციის“ მცდელობა. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხნით ადრე ხდება ამა თუ იმ ცნობილ და რეიტინგულ როკ-ჯგუფებთან გასტროლების შეთანხმება, მაგრამ მესმის, რომ ამ პროცესს თვეები სჭირდება. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ მარტში „მაიდანი“ მაინც აგორებულიყო - რა სიმბოლური მუსიკალური „გვირგვინი“ დაამშვენებდა ან მის მიმდინარეობას, ან წარმატებულ დასასრულს: რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანკ-როკ ჯგუფ Ляпис Трубецкой-ს სახით.
ეს ჯგუფი და მისი ფრონტმენი (Сергей Михалок) ცნობილია, როგორც 2014 წლის უკრაინული შემდგარი და 2020 წლის ბელარუსის ვერშემდგარი „მაიდანების“ აქტიური მხარდამჭერი, რომლის ჰიტი (Воины Света) კიეველი და მინსკელი პროტესტანტების ჰიმნად გადაიქცა. საქართველოში „მაიდანი“ გადაიდო, თუმცა წინასწარ დაგეგმილი გასტროლი - არა. Ляпис Трубецкой-ის კონცერტი შედგება 30 ივლისს.
მე მინდა დიდი იმედი გამოვთქვა, რომ მუსიკალური შინაარსის მიღმა, ეს შოუ არ მიიღებს პროვოკაციულ ელფერს. დარწმუნებული ვარ, კონცერტს გარანტირებული ექნება ანშლაგი, თუნდაც „ფრანკლინელების“ ხარჯზე. მართალია, „შემთხვევითი დამთხვევების“ არ მჯერა, მაგრამ გულწრფელად ვიტოვებ იმედს, რომ ვცდები...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024