23-08-2018
გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, მას ხვალ შესაძლებლობა მიეცემა, მივიდეს ადმინისტრაციულ საზღვართან. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპაცია არის დიდი უსამართლობა და ამის აღმოსაფხვრელად მეტი ძალისხმევაა საჭირო.
"ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის, ევროკავშირის მისიაც არის წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრანასთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. რაღაცნაირად, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა პირველის არხის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა: საქართველოში ჩამოსვლამდე თქვენ შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოში დიდი ინტერესია ამ შეხვედრის მიმართ. რადგან პრესკონფერენცია არ ყოფილა, ჩვენთვის უცნობი დარჩა, იყო თუ არა პუტინთან შეხვედრის დროს რაიმე ფორმით საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და თქვენ როგორ ხედავთ ამ მხრივ ევროკავშირის, გერმანიის როლს.
19-12-2024
18-12-2024