გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა

4-07-2023

„შავი ზღვაში წლის ხარისხი უსაფრთხოა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია,“ - ასე შეაფასა შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც აჭარის რეგიონში ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.   


მაია ომიაძის განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს აკმაყოფილებს და საზღვაო კურორტები უკვე სავსეა დამსვენებლებით.


„საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა, ყველას შეუძლია იხილოს, რომ ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში ძალიან ბევრი ტურისტია, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031