გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი: ერთ-ერთი ფირმა, რომელიც სასწავლო წიგნებს გამოსცემს, მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს

24-08-2018

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დუალური განათლების დანერგვა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გერმანია მზად არის ამ დარგში საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. 
ამის შესახებ კანცლერმა განცხადება თსუ-ში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე დუალურ განათლებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.


"ვფიქრობ, ახალგაზრდების პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვნია. გერმანიის გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ გინდათ წარმატებული ვიყოთ, აუცილებელია არა მარტო უმაღლეს განათლებაში წარმატება, არამედ პროფესიული განათლებაც. ამ მიმართულებით, საქართველო შესაძლოა იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.
მაგალითად ფირმა "ქნაუფს" საქართველოში აქვს სპეციალური სასწავლებელი, სადაც დუალური განათლების სისტემა ინერგება. გუშინ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომ დუალურ განათლებაში ორი მიმართულებაა – ერთი არის თეორიული, მეორე არის პრაქტიკული განათლება, მაგალითად სხვადასხვა საწარმოებში.
ძალიან ფართო საფუძველი ექმნება საქართველოს, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა პასუხისმგებლობას იღებს. გერმანია მზად არის, ამ დარგში ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს. გერმანული საწარმოები იქნება მაგალითი, რომ სხვებმაც მიბაძონ და ინვესტიციები ჩადონ ან მიმართულებით. ჩვენთან არის ერთ-ერთი ფირმა, რომელიც სასწავლო წიგნებს გამოსცემს და ისიც მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს", – განაცხადა ანგელა მერკელმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930