7-07-2023
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ოთარ ჭილაძის ნაწარმოებიდან ,,წინ მარადისობაა“ ნააზრევს აზიარებს და პარალელს ავლებს მცდელობებთან, რომ ქვეყანაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია დამკვიდრდეს.
„ოთარ ჭილაძის გენიალური ნააზრევი: "წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა გათავისუფლებისთანავე უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად "თანამედროვე" და "აქტუალური" თემებით დაინტერესდა, როგორიცაა: ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა. ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ თავისუფალი ადამიანისთვის.
დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება. ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად კი წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს. უკულტურობის გამოხატულებაა უცხოურის გაფეტიშება და ეროვნულის უგულებელყოფა"-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024