გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, საქართველოსთვისაც იმავე მომავალს ვიმედოვნებთ

23-08-2018

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გერმანია წლების

მანძილზე საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა იყო. მისივე თქმით, გერმანიამ რთული პერიოდი გამოიარა, ის წლების მანძილზე გაყოფილი იყო, მაგრამ დღეს ძლიერი და ერთიანია. მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოც გაძლიერდება და გამთლიანდება. 

"გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი.
ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრისას გააკეთა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031