10-07-2023
მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის იმ განცხადების საპასუხოდ წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდა თავდასხმის ობიექტი.
ლატარიას თქმით, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ ბაჩიაშვილს პოლიტიკური სახის განცხადება საჯაროდ არსად გაუკეთებია, შესაბამისად, მისი ადვოკატის პოზიცია გაუგებარია.
“მეც ძალიან, ძალიან ბევრი ვეძიე და მართლა ვერანაირი განცხადება ვნახე, სადაც რაიმე მხრივ პოლიტიკაზე არის საუბარი. თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა - ეგრევე ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო... არადა, მართლა ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს... ადვოკატის არ მიკვირს, მისი საქმეა დაიცვას კლიენტი მაგრამ თუ განცხადება არ არსებობს, მაშინ რაზე საუბრობს იგი..? ბოდვა ნუ!” - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024