გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს” შორის თანამშრომლობის ფარგლებში წარჩინებული პირველკურსელები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

12-07-2023

წარმატებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „გალფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და კომპანია „გალფის“ დამფუძნებელმა ივანე ნაკაიძემ მოაწერეს.

 

მემორანდუმის ფარგლებში,  კომპანია „გალფისგან" 100 წარმატებულ სტუდენტს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 300 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. სტიპენდია გაიცემა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე  სტუდენტებზე.

 

გიორგი ამილახვარი: „ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როდესაც საქართველოში მსხვილ და წამყვან კომპანიებს სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ასეთი ინიციატივები ახალგაზრდებს  უკეთ სწავლის მოტივაციას აძლევს. დღეს, კომპანია „გალფთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე 100 წარმატებულ ახალგაზრდას, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია დაენიშნება. ეს არის დიდი სტიმული ჩვენი მომავალი თაობისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად დაუჭერს მხარს და დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპანია „გალფის“ მსგავსად, ჩვენი მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან.“

 

ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს.  მათთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930