14-07-2023
რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს, იმიტომ რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას.
კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია. მან ასევე მოუწოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და სამოქალაქო აქტივისტებს, მეტად შეუწყონ ხელი ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს, ვინაიდან ის კარგად წარმოაჩენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.
„ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, წინა შემთხვევის დროსაც, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო რაღაც მნიშვნელოვან ფიგურად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს "ნაცმოძრაობის" ნამდვილი სახე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024