გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ცაგერში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა

15-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცაგერში ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, დავით აღმაშენებლის ქუჩა და სკვერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ადგილზე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცაგერში აღნიშნული პროექტები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის, “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

აშენდა ახალი აგრარული ბაზრის თანამედროვე სტანდარტების შენობა.ცაგერში დასრულდა ლადო ასათიანის სახელობის სკვერის და რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე არსებული 17 შენობის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სკვერის საფეხმავლო ბილიკები, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დამატებითი გარე განათება, განახლდა რეკრეაცია, შენობების ფასადები, ვიტრაჟები, საფეხმავლო ზოლი და მიმდებარე სახლების ღობეები.

ცაგერში სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებზე დაიხარჯა 5, 031, 885 ლარი, ხოლო მესამე ეტაპის სამუშაოებზე დამატებით იგეგმება 1,0 მლნ. ლარის ინვესტირება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930