გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ბაირახტარი: რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით Fitch-ის შეფასება პოზიტიური მესიჯია ინვესტორებისთვის

27-08-2018

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე დატოვა.
აღნიშნული რეიტინგი ეკონომისტმა და „აფბას“ ვიცე - პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა შეაფასა.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო რეიტინგებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური კლიმატისთვის. საერთაშორისო რეიტინგები ერთ - ერთი მთავარი საზომია ინვესტორებისთვის, რათა მან განსაზღვროს რამდენად მიმზიდველია ესა თუ ის ქვეყანა, ინვესტიციის განსახორციელებლად. რაც შეეხება კონკრეტულად Fitch-ის ანგარიშსს, სადაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ დონეზე, (პოზიტიური პერსპექტივით) არის შენარჩუნებული, შეიძლება შეფასდეს როგორც სტაბილური სიგნალი ინვესტორებისთვის.
არსებული შოკების გათვალისწინებით Fitch-ი ყურადღებას ამახვილებს, რამდენიმე დადებით ასპექტზე, რომელზეც ეგზოგენურმა ფაქტორებმა გავლენა ვერ მოახდინა. მაგალითად Fitch-ი დადებითად აფასებს ინფლაციის დონეს საქართველოში რომელიც მიზნობრივთან ახლოსაა, ხოლო მეორე მხრივ, თანხვედრაშია, თავად Fitch-ის პროგნოზთან. აღნიშნულში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ სებ-ის დამსახურება, იმდენად რამდენადაც, ცენტრალურმა ბანკმა მოახერხა სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებით საგარეო შოკების მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც თითქმის მუდმივად მოქმედებენ ჩვენს ეკონომიკაზე. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემზე, რაზეც ანგარიშშია საუბარი და რამაც საშუალება მისცა საქართველოს, შეენარჩუნებინა “BB-” რეიტინგი (პოზიტიური პერსპექტივით). ესენია ბიზნეს გარემოს კომპონენტი, რომელშიც საქართველოს “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნებზე უკეთესი მონაცემი გააჩნია და საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა რომელიც, ასევე პოზიტიურია. ამ უკანასკნელში უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდში საბანკო სფეროს რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ცვლილებები რომელმაც გარკვეულ წილად საფინანსო ბაზარზე, თამაშის სამართლიანი წესები დანერგა“,-აღნიშნა ბაირახტარმა.
ბაირახტარმა ანგარიშში მოყვანილ ნეგატიურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით “BB-” დონის შენარჩუნება ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგი ნამდვილად არ არის.
„რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეიტინგის “BB-” დონეზე შენარჩუნება, ქვეყნისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის, თუ დეტალურად ჩავშლით მონაცემებს დავინახავთ, რომ ამის მთავარი მიზეზი რეგიონში განვითარებული მოვლენები კონკრეტულად კი თურქეთსა და რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობაა. თქვენ იცით, რომ თურქეთსა და აშშ პრაქტიკულად სავაჭრო ომი აქვთ, რუსეთი კი აშშ მხრიდან მორიგი სანქციების მოლოდინშია. ანგარიშში ერთ-ერთ ნეგატიურ მხარედ განხილულია მთავრობის ვალის დონე, რაც 44.6%-ს შეადგენს, ხოლო “BB” ქვეყნების მედიანური მაჩვენებელი 39%-ის ფარგლებშია. ამასთან, Fitch ხაზს უსვამს მთავრობის ვალის კომპოზიციასაც, ვინაიდან 79.8% უცხოურ ვალუტაშია გამოსახული. ზოგადად საგარეო ვალი ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თუ მისი მიზნობრიობა სწორად არის განსაზღვრული. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას 44.6 % მაღალი მოცულობა ნამდვილად არ არის, თანაც თავისუფლების აქტის მიხედვით მშპ მიმართებაში, საგარეო ვალი 65% - მდე დასაშვებად მიიჩნევა. ამას გარდა ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს, რომელთა საგარეო ვალი 65 %-ზე გაცილებით მაღალია, თუმცა ეს მათი ეკონომიკებისთვის პრობლემა სულაც არაა. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ რეალურად ვალის აღების ტემპი შემცირებულია, ხოლო საგარეო ვალის ის მოცულობა რომელზეც ანგარიშშია საუბარი, გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგია,“ - აცხადებს ბაირახტარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031