24-07-2023
გაირკვა, რომ ი/ევან ელიოტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ნაცსექტის მთავარი საკონტაქტო პირია - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, FARA-ზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია, სწორედ ევან ელიოტის დახმარებით ცდილობდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებას.
აბაშიძის თქმით, ელიოტი ხელისუფლების გადამტრიალებელი აგენტია და საქართველოდან მის გაძევებას ითხოვს.
“გაირკვა, რომ ი/ევან ელიოტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, ნაცსექტის მთავარი საკონტაქტო პირია. ანუ საქართველოს ხელისუფლების გადამტრიალებელი აგენტია. მე და ჩემნაირებს ტრადიციული ამერიკა გვიყვარს და გვეზიზღებიან მემარცხენე წითლები, რომელთა მსახურია კელი დეგნანი. არაფერი იმალება დოკუმენტების ვითომ წაუკითხველო დეგნანო! You are f**n liar! საქართველოს ხელისუფლებავ, გააძევეთ ვითომ მეგობრები!” - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024