გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ამერიკაში მამამ შვილი პოლიციას ჩააბარა, რადგან ტელეფონში შიშველი ბავშვის ფოტოები უპოვა

10-01-2018

ამერიკაში მამამ 17 წლის ვაჟი პოლიციას მას შემდეგ გადასცა, რაც მის ტელეფონში ორი წლის შიშველი ბავშვის ფოტოები იპოვა, - ამის შესახებ newsweek - ი წერს.

პოლ სპენსბერგერმა ქურდობისთვის შვილის დასჯა გადაწყვიტა, მობილური ჩამოართვა და სწორედ ამ დროს ნახა ტელეფონში შენახული ფოტოები. მამამ არასრულწლოვანი პოლიციას გადასცა. 

თინეიჯერი აღიარებს, რომ ფოტოები თავად გადაიღო, რათა შემდეგ კლასელისთვის მიეყიდა. მისი თქმით, ეჭვობდა, რომ კლასელი პედოფილი იყო. ამიტომ, 350 დოლარად აპირებდა მისთვის ფოტოების მიყიდვას. მიღებული თანხით კი, პირადი ვალის დაფარვას გეგმავდა. 

თინეიჯერის მამა სამშენებლო კომპანიის მფლობელია. ის აღნიშნავს, რომ შეუძლია, გირაოს გადახდა და შვილის პატიმრობიდან დახსნა, თუმცა ამას არ აპირებს რადგან ფიქრობს, ეს კარგი გაკვეთილი იქნება არასრულწლოვანისთვის.

წყარო: imedinews.ge

https://imedinews.ge/ge/tabloidi/43613/amerikashi-mamam-shvili-politsias-chaabara-radgan-teleponshi-shishveli-bavshvis-potoebi-upova

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728