25-07-2023
ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს. ლიდრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
"მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე! ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“მარგველაშვილს, - თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.
გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, - ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუარ ვიმსახურებთდა თუ არ ვართ მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024