საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ 50% იყიდა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ამ ბიზნესში შევიდა, ცემენტის მწარმოებელ მცირე ბიზნესებში ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება.
ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.
„ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ 50%. ეს არის ცემენტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა.
ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესების,რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე - გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი. ეს არის მონოპოლია და ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ.
საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


