გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ანგელა მერკელის ვიზიტმა ქართულ-გერმანული ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანა

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტმა ახალ ეტაპზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა. 

ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართა.
„მსურს კიდევ ერთხელ შევაფასო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი და ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკოსმა გამოხატა ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოში ჩამოსვლით. ამ ვიზიტმა ერთმნიშვნელოვნად ახალ ეტაპზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და ამავე დროს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ქალბატონმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა ის ძალიან დიდი წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე. ის დიდი წარმატება, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპული და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით.
ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და გერმანიას შორის, ამავე დროს ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. ძალიან ნაყოფიერად წარიმართა ის ბიზნეს ფორუმი, რომელიც ჩატარდა ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ გერმანიიდან მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამავე დროს, განვახორციელოთ რეგიონალური და ევროპისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, მოკლე პერიოდში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება იმ ეკონომიკური პოტენციალის პრაქტიკული რეალიზება, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031