გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლოჯერ აფრთხილებს

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საზაფხულო და ზამთრის კურორტებზე საკურორტო სეზონებისთვის მზაობა არადამაკმაყოფილებელია. 
ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზაობით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და ამასთან ერთად არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანისა და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. 
ჩვენ ყველას გვახარებს ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ეს არაა არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად მიიღოს ეს ნაკადი. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ფიზიკურადაა ჩართული ინფრასტრუქტურის მომზადებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრინველყოფაში, ესაა ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმითვე, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასებისა და ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ინფრასტრუქტურას ბაკურიანსა და ურეკში.

„ჩვენ ამასთან ერთად, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა საკურორტო ზონაში იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასებისა და ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა. ამასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მშენებლობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ბაკურიანში ცენტრალურ წრიულ საფეხმავლო ბილიკს. იცით, რომ ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს 4 სეზონიან კურორტად, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. ამავე დროს ქობულეთში ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის სამუშაოების ინტენსიფიკაცია მოხდება. ამ პროექტების ჯამური ღირებულება არის დაახლოებით 20 მლნ. ლარი.
ამასთან, ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში ხორცილედება კარგად. მაგრამ აუცილებელია, რომ ცენტრალური გზების გარდა ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს და კიდევ უფრო მასშტაბურად. შესაბამისად, დღეს განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიატაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031