გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: განვიხილავთ დადგენილებას, რომელიც არჩევნებზე სხვადასხვა რესურსების გამოყენების აბსოლუტურ პრევენციას ითვალისწინებს

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნების მოსალოდენელი გაყალბების თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებზე ყველაზე კარგი პასუხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკვე ჩატარებული არჩევნებია.
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე განიხილება დადგენილება, რომელიც არჩევნებზე სხვადასხვა რესურსების გამოყენების პრევენციას ეხება.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. ყველაზე კარგი პასუხი ასეთ ბრალდებებზე არის ის რეალურად ჩატარებული არჩევნები, რომელიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რომელიც შეფასდა უმაღლესი სტანდარტით, რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი ამოცანა.
რაც შეეხება კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში. ბუნებრივია, საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენ მიდგომებს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ზუსტად ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა რესურსის გამოყენება არჩევნებზე“- განაცხადა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930