გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: მერკელმა მკითხა, ვიცოდი თუ არა, რატომ არ იყო თვითმფრინავთან წითელი ხალიჩა და თავადვე მიპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია

29-08-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ერთმნიშნელოვანი გზავნილები გააჟღერა.
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 
„მინდა შემოქმედებითად ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, იმიტომ რომ შემოქმედებით მიდგომას ჰქონდა ადგილი ხშირ შემთხვევაში. „დაკარგულები თარგმანში“ - მე ასე დავარქმევდი, იმ რამდენიმე ასპექტს, რომელზეც ყურადღება გამახვილდა. ეს ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხებოდა თარგმანს, რა თქმა უნდა, სერიოზულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე და ქალბატონ მერკელს ჰქონდა ძალიან ერთმნიშვნელოვანი და სწორი გზავნილი არა მხოლოდ თავის საუბარში, არამედ გადაწყვეტილებაშიც, როდესაც ის მივიდა მავთულხლართებთან“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მერკელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, სწორედ ამიტომ თვითმფრინავისკენ მსვლელობისას მას კითხა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა რაზეც თავადვე გასცა პასუხი.

„რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება გარკვეული უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს. 

მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031