გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 34 ჰა ფართობზე მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებენ

15-08-2023

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  ახალქალაქში  არსებულ ფიჭვნარში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებელი მწერის - ფიჭვის პარკხვევიას  მასიური გამრავლების ფაქტები დააფიქსირეს.  ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. 


მავნებლის გავრცელების კერების სრული განადგურების მიზნით, ტერიტორიის წამლობა ორჯერ განხორციელდა. წამლობის დასრულების შემდეგ, ფიჭვნარ კორომში რეკრეაციული და ეკოლოგიური ფუნქციები სრულად აღდგება.


აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ  ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.   ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930