გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2008 წლის მოვლენებში „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი წვლილი და როლი აქვს

29-08-2018

„ჩვენ თავის დროზე, მაშინდელი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების არაერთი განცხადება გვახსოვს, როცა ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად შეეფუთათ საკუთარი წილი დანაშაული იმ მოვლენებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ალბათ, ეს განცხადებაც იყო ამის ერთ-ერთი გამოძახილი. მათ აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს და შესაბამისად, ასე უნდა შეფასდეს, ბუნებრივია, მათი წვლილი და როლი“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომი ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31