გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის "Do IT in Georgia" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

21-08-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა პროექტის "Do IT in Georgia" პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოში მომუშავე IT კომპანიებისა და ტრენინგ პროვაიდერების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე საუბარი წარიმართა ციფრულ პლატფორმაზე - www.doit.gov.ge, რომელმაც გააერთიანებს სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა საგანმანათლებლო და სატრენინგო მიმართულებას. პლატფორმა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის" მხარდაჭერით შეიქმნა.


„IT მიმართულება საქართველოს მთავრობის მიერ სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში.


მისი თქმით, ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უკვე ამოქმედდა საერთაშორისო კომპანიის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი.


„ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 80-ზე მეტი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. ამ მოცემულობით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდება, რაც ჩვენი სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით წარმატებით ხორციელდება," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ციფრული პლატფორმაზე, სხვა რესურსებთან ერთად, განთავსდება ინფორმაცია გადამზადების პროგრამაზე, რომელიც 5,000 დამწყები IT - სპეციალისტის გადამზადებას ითვალისწინებს - ეს პროგრამა მსმენელთა მიღებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.


პროექტი "Do IT in Georgia" ქვეყანაში არსებულ IT რესურსებს გააერთიანებს, ასევე ტრენინგ პროვაიდერებს მისცემს საშუალებას, განათავსონ თავისი სასწავლო კურსები და სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუციით IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930