გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ

1-09-2023

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ჩეხი ევროპარლამენტარის მარკეტა გრიგორევას განცხადებას ეხმაურება. გრეგორევა სოციალურ ქსელში წერს „შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო, მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს“.

 

როგორც ლატარია აღნიშნავს, ყველა ბოლომდე გაიშიფრება, ყველას ვნახავთ, ვის უნდა ნამდვილად ევროკავშირი და ვის კიდევ - პირადი ინტერესების სანაცვლოდ ევროპაზე უარის თქმა. 

 

„ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან და მაინც როგორ გვიშლიან ყველაფერში ხელს. მერე იტყვიან, აგნტურის შესახებ კანონი რატომ იყო საჭიროო? რატომ და ამიტომ...

 

საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ

ამ დღეებში ყველა ბოლომდე გაიშიფრება...

 

ყველას ვნახავთ: ვის უნდა ნამდვილად ევროკავშირი და ვის კიდევ - პირადი ინტერესების სანაცვლოდ ევროპაზე უარის თქმა.

 

კიდევ ერთხელ განვმეორდები. ქალბატონ სალომეს თუ მართლა სურს, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ უნდა იბრძოლოს ხელისუფლებასთან ერთად და არა - ხელისუფლების წინააღმდეგ“ - წერს ლატარია facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031