გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: თელავის ისტორიული აეროდრომის ადგილზე ახალი, თანამედროვე ახალი აეროპორტის აშენება გვინდა

5-09-2023

თელავის ისტორიული აეროდრომის ადგილზე ახალი, თანამედროვე ახალი აეროპორტის აშენება გვინდა, პროექტირება- მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ- მინისტრის თქმით, ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი და თელავის აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის.


„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, ეს არის თელავის აეროპორტი. თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას თელავის აეროპორტი. ჩვენ პროექტირება- მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში, დაახლოებით.


ძალიან მალე დასრულდება. გამოყოფილი არის დაახლოებით 25 მილიონი ლარი, 25-30 მილიონი ლარი დაჯდება ეს პროექტი. ეხლა მთავარი იდეა რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ- დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტიის, ამბროლაურის მიმართულებით, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობას გამოყოფილი აქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას და ჯამში, ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი. თელავში აეროპორტი კიდევ უფრო დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, კიდევ უფრო კომფორტული გახდება და უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930