გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისში მძარცველი კარადის თავზე დამალული იპოვეს

10-01-2018

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეპარული ქურდი კარადის თავზე დამალული იპოვეს.

მძარცველი საცხოვრებელ სახლში ბინის სახურავიდან ჩავიდა. როგორც კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქურდი ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა.

"მეზობელმა, რომ დაინახა უკვე აივანზე ძვრებოდა, თავდაპირველად ეგონა, რომ გადმოხტომას აპირებდა, ამიტომ საპატრულო პოლიციაში დარეკა," - ამბობს ადგიობრივი ლალი კუხიანიძე.

მისივე თქმით, ოჯახს ახალი გაყიდული ჰქონდა მეორე სახლი, რის გამოც მძარცველს ბინაში ფული ეგულებოდა.

"ეს ოჯახი ამ სალხში არ არის ხშირად, კიდევ რამდენიმე სახლი აქვთ, ქურდობის დღესაც ბინა დაკეტილი იყო. პოლიცია მალევე მოვიდა და დიდ ხანს ეძებდნენ ბინაში შეპარულ კაცს, ბოლოს ქურდი კარადის თავზე იპოვეს დამალული და დააკავეს," - ყვება დალი კუხიანიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით.


kutaisipost.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930