გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ დასრულდა

5-09-2023

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია" 12-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.


კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა გადასცეს.


სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული სწავლება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყეებში - მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში განხორციელდა.


მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საველე სამუშაოების უსაფრთხოებისა და ხე-ტყის საზომი ინვენტარის გამოყენების წესებს, სანიმუშო ფართობების აღებას, ტყის ინვენტარიზაციას/ხე-ტყის გაზომვას და სიმაღლის თანრიგის დადგენას, ტყის ტაქსაციას, სატაქსაციო ბარათის შევსებას, საშუალო სატაქსაციო მაჩვენებლების განსაზღვრას ტყეთმოწყობის მასალების გამოყენებით, მართვის დონის ინვენტარიზაციის (FMI) და ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის (NFI) განხორციელების წესებს.


პროგრამის კურსდამთავრებულები ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმდნენ და ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესში ჩაერთნენ.


პროგრამა „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ განხორციელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930