გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვაშაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტების შესწავლიკენ მოუწოდებს

31-08-2018


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას იმ სიუჟეტების შესწავლისკენ მოუწოდებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გრიგოლ ვაშაძის 2008 წლის დროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ეთერში გაუშვა.

ამის შესახებ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, განცხადებას, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომამდე გააკეთა, „იმედი“ არასწორ კონტექსტში ატრიალებს.

„გვესმის, რომ ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან უკანასკნელი კვლევებით, სადაც ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე იმიტომ, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მომავალში. განცხადება, რომელიც არის გაკეთებული გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელსაც ატრიალებს არასწორ კონტექსტში ტელეკომპანია „იმედი, გაკეთებულია 2008 წლის ომამდე. ეს განცხადება პირიქით მიუთითებს, რომ მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ თავიდან აერიდებინა შეიარაღებული კონფლიქტი და ის აგრესია, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. „იმედი ისე აშუქებს, რომ თითქოს, ეს განცხადება ომის მიმდინარეობის პერიოდშია გაკეთებული და სპეციალურად ამახინჯებს ფაქტებს. მივმართავ ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიას, შეისწავლოს ეს სიუჟეტები თავიდან ბოლომდე იმიტომ, რომ ეს არღვევს ყველა ნორმას. არ შეიძლება, მედიასაშუალებები ფაქტებს თავიდან ბოლომდე ამახინჯებდნენ,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930