5-09-2023
ე.წ. "რუსული კანონის" შთამაგონებელმა, აშშ-ში უცხოელი აგენტების გამომვლენმა სისტემა FARA-მ (Foreign Agents Registration Act/უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) გვამცნო, რომ მაისიდან დღემდე Cornerstone Government Affairs-მა ძებნილი ოლიგარქისგან "ფორმულას" ლობირებისთვის $110 ათასი მიიღო - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, კონტრაქტის მიხედვით, ხსენებული ლობისტური კომპანია ამერიკელ პოლიტიკურ აქტორებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს.
მისი თქმით, მარგინალი 'ნაცბაბლისა' და მათი უცხოელი მოკავშირეების სიცრუითა და მანიპულაციებით გაჟღენთილი 'მესიჯბოქსი' 'დაჟანგდა'. პოლიტტექნოლოგიურ კაპიტალურ შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება.
„ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი კი ხარჯავს უდიდეს თანხებს მავნებლური ლობიზმისთვის, მაგრამ, ტრადიციულად, წარუმატებელია.
ე.წ. "რუსული კანონის" შთამაგონებელმა, აშშ-ში უცხოელი აგენტების გამომვლენმა სისტემა FARA-მ (Foreign Agents Registration Act/უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი) გვამცნო, რომ მაისიდან დღემდე Cornerstone Government Affairs-მა ძებნილი ოლიგარქისგან "ფორმულას" ლობირებისთვის $110 ათასი მიიღო. კონტრაქტის მიხედვით, ხსენებული ლობისტური კომპანია ამერიკელ პოლიტიკურ აქტორებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს იღებს.
მარტივად - ავაზაკი კეზერაშვილი არა თავისი ჯიბის ტელეკომპანია "ფორმულას" [მუდმივად ურეიტინგოა] პრომოსთვის იხდის მოპარულ ფულს, არამედ საქართველოს 'გაშავებისთვის'. თუმცა, როგორც კეზერაშვილის, ასევე სააკაშვილის გაცილებით მეტი დანახარჯი უცხოეთში ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის უშედეგოა, რადგან რეპუტაციაშელახული ნაცლობისტიების ბლა ბლას საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებას აღარ აქცევს.
რაში იხდიან მილიონებს რევანშიზმის მესვეურები? ეფექტი არ აქვს. მარგინალი 'ნაცბაბლისა' და მათი უცხოელი მოკავშირეების სიცრუითა და მანიპულაციებით გაჟღენთილი 'მესიჯბოქსი' 'დაჟანგდა'. პოლიტტექნოლოგიურ კაპიტალურ შეკეთებასაც აღარ ექვემდებარება. უსამშობლო ელემენტები დიდი ხანია ჩამოწერა ქართულმა საზოგადოებამ" - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024