გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: ოპოზიციას მინდა ვკითხო: რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა?

5-09-2023

„ოპოზიციას მინდა ვკითხო - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით. ამ მაგარმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, უმუშევრობის დონის შემცირებაში და მაშინ როდესაც თქვენ დროს 34% იყო, დღეს 15%-მდეა ჩამოსული, ამას სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. მათ შორის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თქვენ დროს 2 ათას დოლარამდე იყო, ახლა წლის ბოლოს ველოდებით, რომ 8 ათას დოლარს გასცდება. ჩვენ ვუახლოვდებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ ძნელბედობის ჯამს, როდესაც მსოფლიო არეულია, ჩვენ რეგიონში ქაოსი და ომია, ჩვენ მესამე წელია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით და 7%-ზე მეტია იანვარ-აგვისტოს მონაცემებით", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მან ოპოზიციონერ კოლეგას, სალომე სამადაშვილს მიმართა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გაჩუმება ურჩია.


„ჩვენმა კოლეგამ, სალომე სამადაშვილმა იკითხა თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო? - გაჩუმდით, უბრალოდ გაჩუმდით, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სიარული შეგიზღუდეთ. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც სამადაშვილიც ამბობს კულუარებში და ამაში თავისმა კოლეგამ ამხილა. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ ობიექტური შეფასება იქნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930