7-09-2023
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.
მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სცადა, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა „ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა“.
„კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა. ეს იყო სულ! არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს! დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს! ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი“, - წერს მამუკა მდინარაძე.
16-11-2024
16-11-2024