გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება

8-09-2023

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტია, სადაც 9 პარტია შევიდა 2020 წელს და ქვეყანაში მედია თავისუფალია.


„რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია შეიძლება ითქვას შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს, გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედია საშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებაზე და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728