8-09-2023
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ დავამატო ერთი რამ, რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის, ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ამის პოტენციალი, წარმატებული იყოს ამ პროცესში.
„თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და სჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა აი ამ ისტორიულ მომენტში.
მეორე გზავნილი, უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს მხარს დავუჭერთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი.
ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის, ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა, ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი, ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, ეს საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები, ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში და იყოს თავისუფალი ინფორმაცია, ინფორმაციის მიწოდება არის აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
16-11-2024
16-11-2024