გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ვალდებული ვიყავით ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა,ხელისუფლება უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის და მისი პატივისცემის მაგალითის მიმცემი

8-09-2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ვალდებული ვიყავით ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა, ხელისუფლება უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის და მისი პატივისცემის მაგალითის მიმცემი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს.


„ასევე მინდა ვთქვა, თქვენც ახსენეთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი, როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის. შესაბამისად, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, მმართველმა პარტიამ და იქვე განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს არც ამ პროცესთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვგულისხმობ ევროინტეგრაციის პროცესს და აშ.",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930