გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს არარსებული არგუმენტებით ასანქციონირებს; ამერიკის ყოფილი ელჩი კი დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრებოდა, საკუთარ თვალში დირეს არ იმჩნევდა

12-09-2023

"გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია “დემოკრატიის მექაში” არსებული ვითარება. გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს. 

 

„გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია “დემოკრატიის მექაში” არსებული ვითარება.

 

გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ.

 

ასევე, თვალთვალი, არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა, რასობრივი დისკრიმინაცია და უამრავი სისტემური დარღვევა ფიქსირდება, რასაც თვითონ შტატები ნაკლებად აღიარებს.

 

სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს.

ორმაგი სტანდარტებია, რაც ყველაზე მეტად ანტი-დასავლურ განწყობებს აღვივებს“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031