გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გერმანიის 5 ქალაქში

13-09-2023

გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

 

გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტოსთანKPRN Network GmbH

თანამშრომლობით ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა დაბერლინში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები ტარდება.

 

ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს,  საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს,კულტურას,  ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.

 

 ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეო რგოლი „სტუმარი“, თითოეულ პრეზენტაციას ჯამში 70 ტუროპერატორი და მედიის წარმომადგენელი ესწრება.

 

ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები ტარდება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით.

 

გერმანიის 5 ქალაქში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადკურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიებისსააგენტოდა გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.  მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსადა ბერლინში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930