გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი

15-09-2023

„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, უკვე მესამე წელია მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის.


„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგტად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებებ, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი.


ამის თაობაზე ბატონი ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, თუ როგორ გადანაწილდება აღნიშნული 500 მილიონი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში ასე მოხდა, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და ასევე წელს, 500 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ბოლო წლებში, იგივე, რაც მე ჩამოვთვალე, სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა. რა თქმა უნდა, ამას ვერ შეძლებდა სახელმწიფო, 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი, სოციალური დახმარებები გავზარდეთ, თითოეულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე 200 ლარის ოდენობით გაიცემა დახმარება, ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები. ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება, იანვარში კიდევ გაეზრდება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ჯამში პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა.


ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება თუ ჯანდაცვა. იგივე გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში, უმაღლესი დონის კლინიკებში. უკვე დაწყებულია პროცესი და ამას მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ჩვენ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსია და თვის ბოლოს, დაახლოებით 29 სექტემბერს წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930