გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მარტი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

21-09-2023

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, 30 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრამდე, მე-10 საიუბილეო სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავს.


ტრადიციულად, 9 დღის განმავლობაში, ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება.


ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.


საიუბილეო ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს.


ცნობილი ხელოვანები უნივერსალური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდებიან სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდარული მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს.


ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.


ფესტივალის შესახებ ვრცლად ნახეთ ბმული

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31