გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეძგვერაძეზე მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის საქმეზე 6 პირი დააკავეს

23-09-2023

პოლიციამ გლდანში, თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 6 პირი დააკავა. 


შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა.

მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.


ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.


სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის თქმით, მათ 20-მდე პირი გაუსწორდა, რასაც 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მასსა და გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს შორის დაპირისპირებაზე ანგარიშსწორებას უკავშირებს. თავად ზარზნაძე ამ ბრალდებას უარყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031