გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია

23-09-2023

გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე.


ქადაგიძის თქმით, ეძგვერაძის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მასზე თავდასმა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ვერ ჩაითვლება.


“რა უცნაური ბიოგრაფია აღმოაჩნდა ნაციონალ ეძგვერაძეს - ჯერ ხულიგნობდა, მერე მკვლელობის მცდელობაზე მჯდარა, მერე ონკოლოგიური დაავადება მოუფიქრებია და სააკაშვილს შეუწყალებია, საიდანაც მისი ნაცებში გადაბარგებაც მომხდარა… გუშინ ქუჩაში ვიღაცებთან კონფლიქტი მოუვიდა და გაპოლიტიკურება სცადა, ატეხა მელიამ ყვირილი, ჩაერთო ხოშტარია და მომხდარი ფაქტის, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გასაღება სცადეს, თუმცა, ამ ეძგვერაძის წარსული და კონტაქტები სულ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ იმდენად წინააღმდეგობრივი ბიოგრაფია აქვს ამ ბატონს, კონფლიქტიც ყოფით პრობლემას ან მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება! ასე, რომ ვერ გაასაღებთ პირად, ქუჩურ გარჩევას პოლიტიკურად და ნაც-მოძრაობა რომ კრიმინალი, სააკაშვილის შეწყალებული დამნაშავეებით გყავთ გადატენილი, იმიტომაცაა თქვენი საქმე კარგად…” - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930