გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება - გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი ბუნებას უბრუნდება, მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუ“ ახორციელებს

26-09-2023

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი, რომელიც საქართველოში უხსოვარი დროიდან ბინადრობდა, ბუნებას უბრუნდება. უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაა. მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუ“ ახორციელებს.


როგორც POSTV-ის სიუჟეტშია ნათქვამი, კოლხური ხოხბის, კაკაბის, გნოლის და როჭოს ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.


„კოლხური ხოხობი საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი, ენდემური სახეობაა, რომლის რაოდენობა ამ დროისთვის კრიტიკულად შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა, იშვიათად გვხვდება. იმ ტერიტორიებზე, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ, მათი თავიდან მოშენების პროცესი მიმდინარეობს. კოლხური ხოხობი, კაკაბი, გნოლი და როჭო - ეს იმ ფრინველების სახეობების ჩამონათვალია, რომელთა ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება. თითოეული სახეობისთვის ბუნებაში ადგილი იმ ტერიტორიებზე შეირჩევა, სადაც ხოხბები თავიდანვე ბინადრობდნენ და სადაც მათი არსებობისთვის საჭირო მდელო, დაბლობი, ჭალა თუ ტყის მასივია. გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბები უკვე გაუშვეს იმერეთში, ზესტაფონის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. უკვე ბუნებაში დაბრუნებული ფრინველების დაცვის საქმეში ჩართული არიან როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს რეინჯერები, ისე ველური ბუნების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“ - ნათქვამია სიუჟეტში.


აქვე აღნიშნულია, რომ აგრო კომპლექსი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა და გამრავლება ხდება, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში მდებარეობს.


„დასახლებული პუნქტისგან დაშორებით განთავსებულ კომპლექსში ფრინველების მოვლა-პატრონობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფერმაში ოთხი სახეობის ფრინველის-კოლხური ხოხობის, კაკაბის, გნოლის და როჭოს მოშენება ხდება. იმ დრომდე, ვიდრე ფრინველებს ბუნებაში დააბრუნებენ, სამი ეტაპის გავლაა საჭირო. თავდაპირველად თითოეული სახეობა დახურულ სივრცეში, მისთვის დამახასიათებელი ტემპერატურული და კვების რეჟიმის დაცვით, 3-დან 4 თვემდე იზრდება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ფრინველები გარე სივრცეში მოწყობილ ასევე სპეციალურ ვოლიერებში გადაჰყავთ, სადაც უკვე გარემო პირობებთან ადაპტაცია ხდება. მესამე ეტაპი ველურ ბუნებასთან მიახლოებულ პირობებში ყოფნაა. ამისთვის აგროკომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ტყის ნაწილი სპეციალურ ბადით არის შემოსაზღვრული. სივრცეში ფრინველებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი როგორც დაბრკოლებები, ისე თავშესაფრები. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ, აგროკომპლექსიდან ფრინველების გაცემა და მათი ბუნებაში დაბრუნება ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აგროკომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია კომბინატიც, სადაც ფრინველების საკვების ადგილზე დამუშავება ხდება“ - ნათქვამია სიუჟეტში.


მამულიშვილური საქმე - ასე აფასებენ საქველმოქმედო ფონდ „აგრო ქართუ“-ს მიერ ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით დაწყებულ მასშტაბურ პროექტს ადგილობრივები.


სპეციალისტების გათვლა ასეთია: ბუნებაში დაბრუნებული იშვიათი ფრინველების 50 %-ის გადარჩენის შემთხვევაში, ბიომრავალფეროვნება აღდგება, რაც ქვეყნის დაცული ტერიტორიებისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ ინტერესს გაზრდის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930