28-09-2023
რაც შეეხება სუსის განცხადებას, მე, რა თქმა უნდა, მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული განცხადება, სუსს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია რაც ამ ეტაპზე იქნა მიზანშეწონილად, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და რაღაც ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ - ეს არ არის ახალი ამბავი.
„რა თქმა უნდა, ეს ადამიანები და მე ვგულისხმობ ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილს და მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში, მათ ეს არასდროს გამოუვიდათ და არც გამოუვათ მინდა ვთქვა მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიდა მტრებმა თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ. ყველა დაისჯება სამაგალითოდ. ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად. სუსი, რა თქმა უნდა და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას, ნებისმიერი გადაცდომა იქნება გამოკვეთილი და დაფიქსირებული, ამაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024