გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის საჯარო სკოლების 50 წარმატებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ

4-10-2023

კასპის ტექნოპარკში კასპის საჯარო სკოლის 50 მოსწავლეს, რომელთაც 2022/2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს კომპიუტერები გადაეცათ.

 

კომპიუტერები მოსწავლეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნათია ილურიძემ გადასცეს.

 

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერება.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა დამსახურებული ჯილდო და წარმატებები უსურვა სწავლის შემდგომ საფეხურზეც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30